ჰოლანდიამ გერმანიას დიდი ანგარიშით მოუგო!
დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის, B ჯგუფის შეხვედრაში გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებები ერთმანეთს “დავით პეტრიაშვილზე” დაუპირისპირდნენ.
საკმაოდ დაძაბული მატჩის პირველ ნახევრაში გოლი არ გავიდა.
მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე ანგარში გერმანელთა შვიდმა ნომერმა, აიმენ ბარკოკმა გახსნა. თუმცა, ზუსტად სამ წუთში ჯოელ პირუმ გაათანაბრა. 65-ე წუთზე ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა და “ნარინჯისფრები” წინ გაიყვანა. პირუმ ჰეთრიკის გაფრომება 79-ე წუთზე მოახერხა! ბოლო ლურსმანი კი გერმანიის ნაკრებს ჯეი-როი გროტმა დაარსო (90+1 წთ.).
საბოლოოდ, 4-1 ჰოლანდიის სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით ეს ნაკრები სამი ქულით პირველზეა. გერმანიას ნული ქულა აქვს და ბოლო საფეხურზე იმყოფება.
მეორე ტური ზეგ აიღებს სტარტს.