“მილანმა” და დონარუმამ შეთანხმებას მიაღწიეს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანმა” და დონარუმამ შეთანხმებას მიაღწიეს. ახალგაზრდა მეკარე 5-წლიან კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს.
Sky Sport-ის ცნობით, დონარუმა ხელფასის სახით, წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ამავდროულად, “როსონერიმ” ბერძნული “ასტერასიდან” ჯიჯიოს ძმა, ანტონიო დონარუმა უნდა გადმოიბიროს, რომლის ხელფასიც “როსონერიში” 1 მილიონი ევრო იქნება.
რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, თუ “მილანი” ჩემპიონთა ლიგაზე გავა, იგი 100 მილიონი ევრო იქნება. თუ “შავ-წითლები” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრას ვერ შეძლებენ, მაშინ გამოსასყიდი თანხა განახევრდება და 50 მილიონი გახდება.
წყაროს ცნობით, დონარუმამ გასულ დღეებში “პარი სენ-ჟერმენი” უარით გაისტუმრა. პარიზელები მას წელიწადში 13 მილიონ ევროს, სახლს, მანქანასა და ბონუსებს პირდებოდნენ.