სამურკასოვი: “შვედეთს აუცილებლად მოვუგებთ – ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ!”
დღეს, “მიხეილ მესხზე” 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური აიღებს სტარტს. ერთმანეთს საქართველოსა და შვედეთის ეროვნული ნაკრებები შეერკინებიან. წინა მატჩი ორივე გუნდმა დათმო, ამიტომ ახლა სამი ქულისთვის დიდ ბრძოლას უნდა ველოდოთ.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ჩვენი ნაკრების ნახევარმცველს, დავით სამურკასოვს და მას წინასანატჩო კომენტარის გაკეთება სთხოვა.
“გასული მატჩი რთული გამოდგა. მიზანი, რა თქმა უნდა, მოგება იყო. ყველა თამაშში მოსაგებად გავდივართ, თუმცა ეს ამოცანა პრტუგალიასთან ვერ შევასრულეთ. ცუდი შეხვედრა ნამდვილად არ ჩაგვიტარებია. ალბათ, რაღაც დავაკელით და ამან შეგვიშალა ხელი გამარჯვებაში.”
“შვედეთთან მატჩს რაც შეეხება, ორივე გუნდს მოგება გვინდა და, შესაბამისად, მძიმე დაპირისპირება უნდა გამოვიდეს. ჩვენ შევისწავლეთ მეტოქის სუსტი მხარეები და შემიძლია ვთქვა, რომ ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ! ჩემს ნათქვამში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ!” – აცხადებს სამურკასოვი.