შალვა ბურჯანაძე: “ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად 100%-ით მზად ვართ!”
ხვალ “მიხეილ მესხზე” 19-წლამდე ვეროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირსიპირდება. ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდება.
პრინციპული ჯახის წინ Fanebi.Com-ს ჩვენი ნაკრების ცენტრალური მცველი, შალვა ბურჯანაძე ესაუბრა.
– როგორი განწყობაა გუნდში? ხართ თუ არა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად?
– გუნდში საბრძოლო განწყობაა და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ! ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად ვართ!
– როგორ შეაფასებ მეტოქეს? რა შანსები გაქვთ მასთან?
– ევროპის ჩემპიონატზე ადვილი მეტოქე არ არსებობს. ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია. თუმცა, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.
– ვის გამოარჩევთ შეტევაში თქვენი ნაკრებიდან და ვინ შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი ხვალინდელი მატჩის რთულ მომენტებში?
– რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძეს, რომელიც შესანიშნავად თამაშობს. ასევე – არაბიძეს. ისინი გუნდის ლიდერები არიან!
– გასაგებია და ბოლოს: რას ეტყვი გულშემატკივარს?
– პირველ რიგში, მადლობა, რომ გვერდში გვიდგანან და ჩეხეთთან ველით მათ მხარდაჭერას. მინდა, მოვუწოდო: მოვიდნენ სტადიონზე და უგულშემატკივრონ საქართველოს!