არაბიძე: “გულშემატკივარს იმედი გავუღვივეთ!”
19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი არაბიძემ ჟურნალისტებთან იაუბრა.
“თამაშის წინ ისეთი განწყობა იყო, რომ გვეგონა, ამ შეხვედრას აუცილებლად მოვიგებდით. დასანანია ასეთი შედეგი. პირველ რიგში, თითოეულ ფეხბურთელს ვუხდი მადლობას. ის დაკარგული იმედი, რაც იყო გულშემატკივარში, გავაღვიძეთ. ასევე, მადლიერები ვართ იმ ხალხის, რომლებიც ბოლო წუთამდე ჩვენს გვერდით იდგნენ. მათი ფაქტორი ჩვენს ნებისმიერ წარმატებაში ძალიან დიდია. მიხარია, რომ ეს ხალხი ქართული ფეხბურთისკენ შემოვაბრუნეთ.”
“ახლაგაზრულად ნაკრებში გამოძახებაზე იმას გეტვყით, რომ ისე არ ყოფილა შემთხვევა, როცა ცალ-ცალკე შეკრებილიყოს სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი. როცა შეკრებაა, ყველა ერთ დროს იკრიბება და სწორედ ამიტომ დიდი პერიოდის მანძილზე 21-წლამდე გუნდში ასპარეზობა არ მომიწია. უთანხმოება მწვრთნელთან? არა, ეს ასე არაა,” – განაცხადა არაბიძემ.