ბართომეუ ვერატის: 31 აგვისტომდე დაგელოდებით
საკმაოდ გავლენიანი ესპანური გამოცემის, Marca-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობას მარკო ვერატის ტრანსფერზე ხელი ბოლომდე ჯერაც არ აუღია.
როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელები ამ დრომდე ინარჩუნებენ ახლო კონტაქტს იტალიელ ფეხბურთელთან და მის აგენტთან.
ესპანელებს თუ დავუჯერებთ, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ ვერატის ასეთი რამ უთხრა: “შენს გადაწყვეტილებას 31 აგვისტომდე დაველოდებით.”
შეგახსენებთ, რომ პარიზელები ყველაფერს აკეთებენ ვერატის შესანარჩუნებლად, თუმცა თუ ფეხბურთელის სურვილი იქნება, ის თავისუფლად შეძლებს კარიერის ესპანურ კლუბში გაგრძელებას.