ანჩელოტი: “ნოიერი? კარში ნამდვილი კომპიუტერი გვიდგას”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მანუელ ნოიერზე ისაუბრა, რომელსაც რეაბილიტაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია.
“კარში ნამდვილი კომპიუტერი გვიდგას, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა ჩვენთვის,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი, სანამ მისი გუნდი ბუნდესლიგის ზედიზედ მეექვსე ტიტულის მოსაგებად დაიწყებს ბრძოლას.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ მაისურის შიგნით მას არც მკლავები აქვს, არც გულმკერდი და არც მენჯი. ნაცვლად ამისა, მას აქვს კლავიატურა, რომელიც თამაშში შესვლისას შეუჩერებელია,” – დაამატა მან.
გერმანელი მეკარე მოედანს ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, “ბაიერ ლევერკუზენთან” გასამართ მატჩში უნდა დაუბრუნდეს.