ქობულეთის “შუქურაში” ძირეული ცვლილებები განხორციელდა
ქობულეთის “შუქურამ” ეროვნული ლიგის პირველი და მეორე წრე ძალიან ცუდად ჩაატარა და 18 ტურის შემდეგ მხოლოდ შვიდი ქულა დააგროვა. ამჟამად აჭარლები ბოლო ადგილს იკავებენ.
ლოგიკურია, რომ “შუქურას” რიგებში ბევრი ცვლილება განხორციელდა. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი რჩება. ხოლო, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: ილია სტურუა
იური კამინსკი, ირაკლი ჭეჟია, გიგა მამულაშვილი, ივან კლეცკოვი, ბექა მახარაძე, ლევან კუტალია, ლაშა ჯაფარიძე, გიორგი ჭანუყვაძე, ივან რუდნიცკი, გიორგი არქანია.
რაც შეეხებათ კლუბში მიმსვლელებს, ეს სია ასე გამოიყურება: გიორგი სომხიშვილი, გელა გოგიტიძე, გიორგი გოგილაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, გია ჩადუნელი, ფელიპე ნუნიესი, მარსელო ანტონიო დე ოლივეირა.
“შუქურას” სრული შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები:
ვლადიმერ მელნიჩენკო
გიორგი სომხიშვილი
გიორგი ღლონტი
მცველები:
რომან ჩაჩუა
დავით ცეცხლაძე
გელა გოგიტიძე
გია ჩადუნელი
გიორგი კალანდაძე
რომან პომოზანი
ნახევარმცველები:
ჯეფერსონი
ირაკლი კლიმიაშვილი
ალექსანდრე გურული
ნიკოლოზ ღლონტი
გიორგი კახელიშვილი
მარსელო ანტონიო დე ოლივეირა
ერეკლე მალაზონია
თავდამსხმელები:
დავით ჩაგელიშვილი
გიორგი გოგილაშვილი
ფელიპე ნუნიესი
გუნდში ირიცხებიან, მაგრამ ტრამვირებულები არიან: გიორგი ჩელებაძე, აზამატ ჯიოევი, ლევან საბაძე, თორნიკე დაგარგულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე წრიდან “ჩელე არენა” ვეღარ უმასპინძლებს საშინაო მატჩებს. ფედერაციის გადაწყვეტილებით სტადიონს ლიცენზია შეუჩერდა, “შუქურა” კი საშინაო მატჩებს ბათუმში “რაგბი არენა” – ზე ჩაატარებს.
ეროვნული ლიგის მესამე წრე 21 ივლისს დაიწყება და “შუქურა” პირველ შეხვედრას 22 ივლისს “ეროსი მანჯგალაძის” სახელობის სტადიონზე სტუმრად სამტრდიასთან გამართავს.