კოჭოლავა: “მინდა, “შახტარში” წარმატებული კარიერის მყარი საფუძველი შევქმნა!”
დღეს დონეცკის “შახტარმა” გულშემატკივრებს დავით ხოჭოლავა წარუდგინა.
ქართველმა ფეხბურთელმა პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რიცხვი ხუთი ყოველთვის მიყვარდა. როცა კლუბში მოვედი, ვიკითხე, თუ იყო შესაძლებელი, ხუთნომრიანი მაისური მცმოდა. წინააღმდეგიც არავინ აღმოჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ ფორმას ატარებდა დონეცკის “შახტარის” ლეგენდა, ალექსანდერ კუჩერი.”
“როცა “ჩერნომორეციდან” წამოვედი, მაშინ ვფიქრობდი, რომ მწვრთნელი ფეხბურთელისთვის მთავარი დასყრდენი და მისი წარმატების საფუძვლის შემქმნელია. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, აუცილებელია მუდმივი შრომა და განვითარება. ახლა შეჩერებას არ ვაპირებ. მინდა, მეტი ვისწავლო და ამ ცოდნაზე ჩემი სამომავლო წარმატებული კარიერა ავაშენო.”
ფეხბურთელმა 15 ივლისს “შახტარსა” და კიევის “დინამოს” შორის უკრაინის სუპერ თასის ეგიდით გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა.
“დინამო”? გეტყვით, რომ “შახტარის” წინააღმდეგ თამაში უფრო მიჭირდა. ისინი ყოველთვის სწრაფ გადაცემებსა და ინდივიდუალურ თამაშზებზე აკეთებდნენ აქცენტს. ხოლო, კიეველები უფრო ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ. დაძაბული თამაში გამოვა. შეხვედრაში ვიხილავთ, როგორ მოვემზადეთ ახალი სეზონისთვის და რას წარმოადგენს “დინამო”,” – განაცხადა ხოჭოლავამ.