დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 ივლისი
“რეალი” მბაპეს 31 აგვისტომდე დაუცდის
მადრიდის “რეალის” “მონაკოს” თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესაძენად ყველაფერს აკეთებს. “მონაკომ” “სამეფო კლუბი” რამდენჯერმე უარით გაისტუმრა. “მარკას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე იაქტიურებენ და მბაპეს დამატებას შეეცდებიან.
“მილანის” ბელოტის შეძენასაც ცდილობს
Sky Sport Italia-ს ცნობთ, “მილანი” “ტორინოს” ბელოტის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს, გაბრიელ ბალეტასა და მბაიე ნიანგს სთავაზობს. ცნობილია, რომ “როსონერიში” თამაშის სურვილი თავად თავდამსხმელსაც აქვს.
ჩიჩარიტო “ჩელსიში”?
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, ხავიერ ერნანდესმა “ვესტ ჰემში” გადასვლას “ჩელსიში” გადაბარგება არჩიოს. მექსიკელი თავდამსხმელი გერმანიის დატოვებას აპირებს. სავარაუდოდ, ის სწორედ პრემიერ ლიგაში ითამაშებს.
მოურინიოს ვარანი სურს
Don Balon-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალის” მცველის, რაფაელ ვარანის შეძენა სურს. ამავდროულად, ცნობილია, რომ “სამეფო კლუბი” დავიდ დე ხეას გადაბირებას ცდილობს.
“გალათასარაიმ” სნეიდერს კონტრაქტი გაუწყვიტა
თურქულმა “გალათასარაიმ” გუნდის ჰოლანდიელ ნახევარმცველს, უესლი სნეიდერს კონტრაქტი გაუწყვიტა.
როგორც ცნობილი ხდება, მილანის “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იტალიური “სამპდორიასა” და ამერიკული “ლოს ანჯელესის” ხელმძღვანელები იჩენენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სნეიდერი მომავალი სამი წლის მანძილზე რომელიმე თურქულ კლუბში გადავა, მას 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს “გალათასარაისთვის”.