ლოიკ რემის “ჩელსიში” გაჩერება აღარ უნდა
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი ლოიკ რემი ახალი კლუბის ძიებაშია. ფრანგი ფეხბურთელი “ლურჯებს” 2014 წელს შეუერთდა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. “სქაი სპორტის” ცნობით, ლოიკ რემის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი.
30 წლის ფორვარდმა გასული სეზონი განათხოვრების წესით “კრისტალ პალასში” გაატარა, მაგრამ მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.
ლოიკ რემით “საუთჰემპტონი”, “ევერტონი” და “მარსელი” არიან დაინტერესებულნი.