11 ქართველი მსოფლიოს ბერძნულ-რომაულ რეიტინგში
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს რეიტინგი განაახლა, ქართველთაგან ყველაზე მაღალ საფეხურს ევროპის 2-გზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი იკავებს რომელიც 80 კგ-ში მეორე ადგილზე იმყოფება.
თბილისის გრან-პრიზე გამარჯვების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს ადგილები ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (66) რომელიც მეექვსე ადგილიდან მეოთხეზე გადავიდა, ნიკოლოზ კელასოვმა (80) მეთექვსმეტედან მეცამეტეზე, რობერტ კობლიაშვილმა (85) მეთორმეტედან მეათეზე, იაკობ ქაჯაიამ (130) მეჩვიდმეტედან მეთხუთმეტეზე გადაინაცვლა ხოლო რევაზ ნადარეიშვილი მეთვრამეტე ადგილზე იმყოფება.
მათ გარდა რეიტინგში კიდევ 5 ქართველი შევიდა, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ლერი აბულაძე (59) მე-20, თბილისის გრან-პრის ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე (71) მე-14, მსოფლიო პრიზიორი ლაშა გობაძე (80) მე-16, ევროპის პრიზიორი ლევან არაბული (130) მეხუთე, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ახალგაზრდებში ზვიად პატარიძე (130) მე-12 ადგილს იკავებენ.
იხილეთ სრულად – Wrestling.Ge