არსენ ვენგერის რეკორდი
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის ხანგრძლივობით რეკორდი დაამყარა. 17 ივლისს 7583 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ფრანგი ინგლისის ჩემპიონატში მუშაობს. ვენგერმა ამ მაჩვენებლით სერ ალექს ფერგიუსონი ჩამოიტოვა, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედს” 7582 დღის განმავლობაში თავკაცობდა.
შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1996 წლიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერლიგა სამჯერ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი კი შვიდჯერ მოიგო.