“ლივერპული” 2 – 1 “ლესტერ სიტი”: “წითლების” რიგებში კოუტინიომ გაიბრწყინა
შაბათს, 22 ივლისს “ლივერპულისა” და “ლესტერ სიტის” გუნდები ამხანაგურ მატჩში გაეჯიბრნენ ერთმანეთს. “კრისტალ პალასის” ორბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ, იურგენ კლოპის ბიჭებმა “მელიებზეც” იმარჯვეს.
მატჩში ანგარიში პრემიერ ლიგის 2015/16 წლების ჩემპიონებმა გახსნეს, მე-12 წუთზე თავი სლიმანიმ გამოიჩინა. ანგარიში მე-20 წუთზე მუჰამედ სალაჰმა გაათანაბრა, რომელმაც ფილიპე კოუტინიო ბრწყინვალე პასი გამოიყენა. პირველი ტაიმის მიწურულს კი თავად ბრაზილიელმა ვარსკვლავმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი
“ლესტერ სიტი”: შმეიხელი; ფუქსი, მაგირე, მორგანი, ამარტი; ოლბრაიტონი, დრინქვოტერი, ჯეიმსი, მარეზი; ვარდი, სლიმანი
მთავარი მწვრთნელი: კრეგ შექსპირი
“ლივერპული”: კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ლოვრენი, მილნრეი; ლალანა, ვეინალდუმი, კოუტინიო; სალაჰი, ფირმინო, ორიჯი
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი