“იუვენტუსი” 1-2 “ბარსელონა”: კატალონიელებმა ნეიმარის სუპერგოლებით მოიგეს
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის 2017 წლის გათამაშებაში ევროპის კიდევ ორი გიგანტი, “ბარსელონა” და “იუვენტუსი” ჩაერთო.
23 ივლისს გამართული მატჩი ერნესტო ვალვერდეს პირველი გამოწვევა იყო “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად გახდომის შემდეგ, რომელიც ამ უკანასკნელმა წარმატებით გადალახა.
მატჩის მთავარი გმირი ნეიმარი გახდა, რომელსაც უცხოური პრესის ცნობით, ცალი ფეხი პარიზში აქვს. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მე-15 და 26-ე წუთებზე ბრწყინვალე გოლები გაიტანა და გუნდს კომფორტული უპირატესობაც მოუტანა. მართალია, 63-ე წუთზე დიბალას ჩაწოდებას კიელინი გამოეხმაურა და ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ გამარჯვება მაინც კატალონიელთა ბასკ თავკაცს დარჩა.
“იუვენტუსი”: ჯანლუიჯი ბუფონი; ლიხტშტაინერი, ბენატია, ბარძალი, ასამოა; ხედირა, მარკიზიო, სტურარო, ლემინა, ბენტანკური, მანჯუკიჩი.
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ბარსელონა”: სილესენი; ვიდალი, პიკე, მაშერანო, დინიე; სამპერი, ანდრეს ინიესტა, რაკიტიჩი; ლეო მესი, ალკასერი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე