დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 ივლისი
“ლივერპულმა” კეიტას ფასი შეათანახმა
Winner Sports-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ლივერპულმა” “ლაიფციგის” ხელმძღვანელობასთან ნაბი კეიტას ფასი უკვე შეათანხმა.
როგორც იცით, ბუნდესლიგაში მოთამაშე “ლაიფციგი” მაქსიმალურად ცდილობს თავდამსხმელის შენარჩუნებას და “წითლების” ორი წინადადება უკვე უარყვეს, თუმცა მესამე იღბლიანი აღმოჩნდა – საქმე 75 მილიონ ფუნტს ეხება.
“ბარსელონა” 80-მილიონიან წინადადებას ამზადებს
The Mirror-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები მზად არიან რამდენიმეჯერ მიღებული უარის მიუხედავად, 80 მილიონიანი წინადადება გაუგზავნონ “ლივერპულს”.
როგორც იცით, კატალონიელთა რიგების დატოვებასთან ძალიან ახლოსაა ნეიმარი, რომლის შეცვლასაც კოუტინიოს მეშვეობით აპირებენ.
ალექსისი კვირაში 500 ათასს ითხოვს
ალექსის სანჩესი “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე იმყოფება – მხოლოდ ჩილელი ფეხბურთელის ხელფასი დარჩა შესათანხმებელი. ამ ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, “არსენალის” ლიდერი უკვე შეხვდა “პსჟ”-ს პრეზიდენტს და მას კვირაი 500 000 ფუნტი მოსთხოვა ხელფასის სახით.
მესის ფავორიტი დიბალაა
ლიონელ მესიმ “ბარსელონას” ხელმძღვანალებს მის მიერ შედგენილი სია გადასცა იმ ფეხბურთელებისა, რომლის მეშვეობითაც ნეიმარის ჩანაცვლება სურს.
როგორც ცნობილი ხდება, სიის პირველ ადგილს პაულო დიბალა იკავებს, შემდეგ კი ანხელ დი მარია და უსმან დემბელე მოდიან.
“რეალმა” დოლბერგსა და ბერარდის დაადგა თვალი
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზინედინ ზიდანის გუნდის გაძლიერებას “აიაქსის” თავდამსხმელის, კასპერ დოლბერგისა და “სასუოლოს” შემტევის, დომენიკო ბერარდის დამატებით გეგმავენ.