სარდალიშვილი: “ჩიხურა” პროგრესირებს, მოტივიაცია დიდია, პირველობისთვის ვიბრძოლებთ!”
დღეს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო და ანგარიშით, 4-2 დამაარცხა. ჰეთრიკი შეასრულა მიშიკო სარდალიშვილმა, რომელსაც Fanebi.Com-ი მატჩის დასრულებისთანავე დაუკავშირდა.
– შეაფასე მატჩი და გვითხარი, რის ხარჯზე მოახერხეთ მეტოქის ასე დაჯაბვნა?
– ჩემი აზრით, დღევანდელი თამაშიდან ჩანდა ის, რომ მეტად ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე “დილა”. ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, რომელებიც კარგად გამოვიყენეთ. ძირითადად, შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულნი – ამ ტაქტიკამ აშკარად გაამართლა, რაც შედეგზეც აისახა.
– შენ არც ისე სუსტ მეტოქეს სამი გოლი გაუტანე. შეაფასე საკუთარი ასპარეზობა.
– რაც შეეხება ჩემს თამაშს, ეს ჩემი გუნდელების დიდი დამსახურებაა. რომ არა მათ მიერ შექმნილი საგოლე მომენტები და პასები, გოლებით ნამდვილად ვერ დავაგვირგვინებდი (იღიმის, ავტ.). რა თქმა უნდა, სასიხარულოა ის, რომ ჩემი ე. წ. “ჰეთრიკი” შედგა.
– ზოგადად რომ მითხრა, რა შანსები აქვს ჩემპიონატში “ჩიხურას” ამ სეზონში?
– რაც შეეხება “ჩიხურას” შანსებს წლევანდელ ჩემპიონატში, პროგრესის მიღწევა აშკარად შეგვიძლია, მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია, ვიბრძოლებთ პირველობისთვის, ან მინუმუმ იმ შედეგს გავიმეორებთ, რაც შარშან დავაფიქსირეთ.