ფრანგული ქალაქის მერმა “ბარსელონასთან” “პსჟ”-ის მარცხის გამო საჯაროდ ვირთხა შეჭამა (ვიდეო)
საფრანგეთის ქალაქ მონ-დე-მარსანის მერმა შარლ დაუმ უჩვეულო ნიძლავი წააგო და ვირთხის “დაგემოვნება” მოუწია.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გამართული პირველი შეხვედრა პარიზელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა, რის შემდეგაც დაუმ სოციალურ ქსელში დაწერა, თუ მომდევნო ეტაპზე კატალონიური გუნდი გავა, ვირთხას შევჭამო.
როგორც მოგეხსენებათ, საპასუხო შეხვედრა “ბარსელონას” გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა და “პარი სენ-ჟერმენი” ტურნირს გამოეთიშა.
მერმა პირობა შეასრულა და 23 ივლისს ერთ-ერთ ადგილობრივ დაწესებულებას ვირთხის “დასაგემოვნებლად” ეწვია. დაუმ აღნიშნა, რომ ვირთხა გემოთი კურდღელს ჰგავს. მერი ხელსახოცად “პარი სენ-ჟერმენის” მაისურს იყენებდა.
??Mont-De-Marsan Mayor Charles Dayot eats a RAT after losing a bet ‘If Barça eliminates PSG, i’ll eat a rat’ pic.twitter.com/7L18xsPE8y
— ༓ADIL༓ (@Barzaboy) July 24, 2017