ჩოგბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს
26 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდბობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ რიგგარეშე ყრილობაზე ახალი პრეზიდენტი, ხვიჩა მაქაცარია აირჩია.
ხვიჩა მაქაცარიას წარდგენა საქრთველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრე მეტრეველის ინიციატივით მოხდა.
ალექსანდრე მეტრეველი: “სპორტის ამ პოპულარულ სახეობას ესაჭიროება იმ ადამიანების გვერდში დგომა ვისაც ძალიან უყვარს ჩოგბურთი,მე ისევ ჩოგბურთში ვრჩები და მის განვითარება-პოპულარიზაციისთვის ვიზრუნებ”.
ალექსანდრე მეტრეველი ჩოგბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეიდენტად აირჩიეს.
არჩევნებს ცნობილი ჩოგბურთელები ირაკლი ლაბაძე,მაკა ჩახნაშვილი,ვეტერანი სპორტსმენი ალექსანდრე მეტრეველი და ჩოგბურთის სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხვიჩა მაქაცარია: “მზად ვარ სპორტის ამ სახეობას კიდევ უფრო დავეხმარო რეგიონებში, კერძოდ სამეგრელოში მოვაწყო ჩოგბურთის კორტები,შევქმნა ინფრასტრუქტურა სადაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ტურნირების ჩატარება”.
ფედერაციის დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს ახლად წარდგენილ კანდიდატს. ხვიჩა მაქაცარია ჩოგბურთის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ფედერაციის არჩევნებს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ქვრივიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამინისტროს პრესსამსახური