იურგენ კლოპი: “ამ ასპექტში გაძლიერება გვმართებს”
გასულ სეზონში, პრემიერ ლიგაში მერსესაიდის “ლივერპულმა” საკუთარ კარში 42 გოლი გაუშვა. ეს პირველ ექვსეულში ყველაზე ცუდი შედეგია.
იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ არაა კმაყოფილი მისი გუნდის დაცვაში თამაშით.
“დაცვის ხაზში გაცილებით კარგად უნდა გავისარჯოთ. სხვადასხვა სიტუაციაში შესაბამისად უნდა მოვიქცეთ და, რაც შეიძლება, ნაკლები გოლი გავუშვათ. ვფიქრობ, ჩემი გუნდი სხვა ასპექტებში კარგია. თუმცა, დაცვაში თამაში გამოსასწორებელია.”
“მყავს მრავალფეროვანი თვისებების მქონე ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან ბევრი დავალების შესრულება შეუძლიათ. შესაბამისად, შემიძლია, სხვადასხვა ტაქტიკითა თუ სქემით თამაში. თუმცა, ორგანიზებულობა ყველა რგოლში – ეს უმთავრესია!”
“უნდა ვეცადოთ, ყველგან თანაბრად მაღალ დონეზე ვითამაშოთ,” – აცხადებს 50 წლის გერმანელი.