პირლო: “მილანი “სკუდეტოსთვის” იბრძოლებს? ასე არ ვფიქრობ”
იტალიელმა ლეგენდამ, ანდრეა პირლომ მის ყოფილ კლუბებზე, ტურინის “იუვენტუსა” და “მილანზე” ისაუბრა.
“იუვე” ისევ ის გუნდია, რომელსაც ყველა გუნდის დამარცხება სურს. ისინი გაძლიერდნენ დუგლას კოშტათი, ფედერიკო ბერნადესკითა და ვოიცეხ შჩესნით. ეს გუნდი კიდევ დაიმატებს ვინმეს.”
“ყველა სეზონის დასაწყისში ხალხი ამბობს, რომ უკვე მოვიდა “რომას”, “ნაპოლისა” თუ სხვა კლუბის დრო. თუმცა, ამდენი წელია, “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონი ხდება.”
“ბონუჩის წასვლა სამწუხაროა. იგი “მილანს” ქარიზმას და საერთაშორისო დონეზე ასპარეზობისას მიღებულ გამოცდილებით დაეხმარება. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი “იუვენტუსს” დააკლდება. “მილანი” “სკუდეტოსთვის” იბრძოლებს? ასე არ ვფიქრობ. როცა იწყებ ნულიდან და გყავს ათი ახალი ფეხბურთელი, პირდაპირ უმაღლესი მიზნის მიღწევა ურთულესია,” – განაცხადა ანდრეამ.