სპალეტი: “გუნდში პერიშიჩის შენარჩუნება მინდა”
უცხოურ პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივან პერიშიჩი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მილანის “ინტერს” დატოვებს, თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დღეს განაცხადა, რომ ხორვატი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.
“პერიშიჩის გუნდში შენარჩუნება მინდა. ის ძლიერი ფეხბურთელია. მე მას კარგად ვიცნობ და სხვებმაც იციან, თუ რა დონის მოთამაშეა პერიშიჩი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არამხოლოდ გუნდის, არამედ თავად მოთამაშის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ”, – ციტირებს სპალეტის სიტყვებს Football Italia.