სფფ-მ კიბერ-ფეხბურთის ჩემპიონატის მონაწილეები დააჯილდოვა
27 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კიბერ-ფეხბურთის ჩემპიონატის (FIFA 17) გამარჯვებულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რჩეულსა და საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კიბერ-სპორტის ფედერაციის ორგანიზებით კიბერ-ფეხბურთის ჩემპიონატი 8 – 9 ივლისს თბილისში, ფაბრიკაში ჩატარდა და მასში გამარჯვება კაკი კოვზანაძემ მოიპოვა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გამარჯვებულს დღეს პირადად გადასცა სუპერთასის ბილეთები, რომელიც 8 გვისტოს, მაკედონიის დედაქალაქში მადრიდის რეალსა და მანჩესტერს შორის გაიმართება.
ფეხბურთის ფედერაციამ გამარჯვებულთან ერთად საკუთარი რჩეული გამოავლინა. სანდრო მაღლაკელიძე, რომელმაც ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა, ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით კიევში კიბერ-ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულთან ერთად გაემგზავრება.
Gff.Ge