დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 ივლისი
ნეიმარს ანხელ დი მარია შეცვლის
RMC-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდიდან ნეიმარის წასვლის შემთხვევაში, მის შეცვლას ანხელ დი მარიას მეშვეობით აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს საკმაოდ დიდი ხანია, რაც “პარი სენ-ჟერმენს” უკავშირებენ და ეს ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა “ბარსელონას” ვარჯიშზე მომხდარმა ინციდენტმა – ნეიმარი ვარჯიშზე თანაგუნდელებს წაეჩხუბა.
“სიტი” ალექსისს უზარმაზარ ხელფასს სთავაზობს
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ლონდონის “არსენალის” ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის გულის მოგებას კვირაში 320,000-იანი ხელფასის მეშვეობით აპირებენ.
როგორც იცით, ჩილელმა ფეხბურთელმა პარასკევს “მეთოფეთა” ვარჯიში ავადმყოფობის გამო დატოვა, რაც შესაძლოა, სინამდვილეში სატრანსფერო საქმეებთან იყოს დაკავშირებული.
ალექს სანდრო “ჩელსიში” გადადის
The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “იუვენტუსის” მცველის, ალექს სანდროს ტრანსფერთან.
როგორც ცნობილი ხდება, კონტეს გუნდში კიდევ ოთხი ფეხბურთელის მოყვანა სურს. სანდროს ტრანსფერისთვის კი მზადაა რეკორდული თანხა, 61 მილიონი ფუნტიც კი გადაიხადოს.
ინგლისელები რაფინიას ტრანსფერისთვის იბრძვიან
ინგლისური ელიტის სამი წარმომადგენელი, “ლივერპული”, “არსენალი” და “ტოტენჰემი” “ბარსელონას” 24 წლის ნახევარმცველის, რაფინიას ტრანსფერით არის დაინტერესებული.
Daily Express-ის ცნობით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს არ სურთ რაფინიას დაკარგვა და მის მხოლოდ არენდის წესით გაშვებაზე აცხადებენ თანხმობას.
“ბარსელონას” სამიზნე “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახანგრძლივებს
“ბარსელონას” ხელმძღვანელთა მიერ გაცემული დაპირებების მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, ანდერ ერერა “ოლდ ტრაფორდელებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.
ერერას “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი მხოლოდ 12 თვით აკავშირებს, თუმცა Express-ის ცნობით, ჟოზე მას ახალ,გაუმჯობესებულ და საკმაოდ გრძელვადიან პროგრნოზს სთავაზობს.