დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 30 ივლისი
“ლივერპული” რაფინიაზე ფიქრობს
“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს “ბარსელონას” ფეხბურთელის, რაფინიას შეძენის სურვილი აქვს. არ არის გამორიცხული, რაფინია კოუტინიოს ტრანსფერის ნაწილიც გახდეს.
გრიზმანი ნეიმარის შემცვლელად?
იმ შემთხვევაში, თუ ნეიმარი “ბარსელონას” დატოვებს, კატალონიელები ანტუან გრიზმანის გადაბირებას შეეცდებიან, ამ ინფორმაციას “მარკა” ავრცელებს.
პსჟ სანჩესში 35 მილიონს იხდის
ბრიტანული მედიის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსის სანჩესის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიან. გავრცელებული ინფორმაციით, ჩილელ ფეხბურთელს გუნდის გამოცვლა სურს, მას “მანჩესტერ სიტიც” ეპატიჟება.
“რომა”: მაჰრეზი ან კუადრადო
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომას” “ლესტერის” ფეხბურთელის, რიად მაჰრეზის შეძენა ძალიან სურს. თუ ტრანსფერი ვერ შედგება, მაშინ რომაელები კუადრადოს დამატებას შეეცდებიან.
სუარესი: “როგორც თანაგუნდელებმა, ნეიმარის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”
კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ჟურნალისტებთან ნეიმარის “პსჟ”-ში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“ყველა ხვდება, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება და გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნეიმარი. ეს ნებისმიერისთვის სასარგებლო იქნება. საფეხბურთო სამყარო გაურკვევლობიდან გამოვა. “ნეი” აგვხსნის, თუ რა ნაბიჯის გადადგმა სურს. ჩვენ, როგორც მისმა თანაგუნდელებმა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.”
“მის გვერდით თამაში დიდი სიამოვნებაა. საწყენი იქნება, თუ იგი ჩვენთან არ დარჩება,” – განაცხადა ურუგვაელმა.