ბართომეუ: “ეს პრობლემა თავად ჩავიმ, მესიმ და ინიესტამ შექმნეს”
ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, ჩავიმ განაცხადა, რომ “ბლაუგრანა” თავის აკადემიას სათანადოდ არ იყენებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს არ აძლევს.
გუშინ ამაზე “ბარსას” პრეზიდენტმა”, ხოსე მარია ბართომეუმ ისაუბრა.
“პრობლემა ისეთი ფეხბურთელებია, როგორებიცაა ჩავის, მესი, ინიესტა და სხვები. რთულია, “ბარსელონაში” თავი დაიმკვიდრო, როცა იქ ნეიმარი, პიკე ბუსკეცი თუ სხვა მოთამაშეები გამოდიან. ჩავის განცხადება მესმის, თუმცა პრობლემა თავად ჩავია! სწორედ მან და მისმა სთანაგუდნელებმა შექმნეს ეს პრობლემა.”
“შესაძლოა, ახლა “ბარსელონას” აკადემიაში ახალი მესი თამაშოსბ, თუმცა მას მოუწევს კლუბი დატოვოს, რადგან უდიდესი კონკურენციის პრობებში თავის დამკვიდრება წარმოუდგენელია,” – აცხადებს ბართომეუ.