დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 1 აგვისტო
“ბარსელონელებს” ნეიმარის ჭირვეულობა მობეზრდათ
“ბარსელონას” ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი დაიღალა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით და ამის დაფარვას არც ცდილობეს. ამ ინფორმაციას ესპანური SPORT ავრცელებს.
როგორც იცით, ნეიმარის გადაბირებას ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” ცდილობს. “ბარსელონას” თითქმის ყველა ფეხბურთელი ცდილობდა ნეიმარის გადარწმუნებას, მაგრამ “ბარსელონელები” უკვე დანებდნენ.
“ინტერს” სადიო მანე მოუნდა
Express Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მილანის “ინტერი” მერსესაიდელთა სენეგალელი შემტევის, სადიო მანეს გადაბირებით არის დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი “საუთჰემპტონის” ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს იხდის.
“ევერტონი” 200 მილიონს დახარჯავს
“ევერტონის” ხელმძღვანელები მზად არიან, რონალდ კუმანს 200 მილიონი ფუნტი გამოუყონ გუნდის გასაძლიერებლად. ამ ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, “კამფეტები” პირველ რიგში გილფი სიგურდსონის დამატებას აპირებენ 50 მილიონის სანაცვლოდ. შემდგომ კი რომელუ ლუკაკუს შემცვლელის ჯერ დადგება.
ლემარისთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს
Le 10 Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი უკვე ეძებს ფილიპე კოუტინიოს შემცვლელს.
როგორც იცით, “წითლების” ბრაზილიელი შემტევი ძალიან ახლოსაა “ბარსელონაში” გადასვლასთან. კლოპი კი მის პოტენციურ ჩამნაცვლებელს ტომას ლემარში ხედავს.
“ლივერპული” ვან დეიკს უახლოვდება
Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ლივერპულის” ხელმძღვანელები ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერზე ფიქრს კვლავ არ წყვეტენ.
როგორც ცნობილი ხდება, “საუთჰემპტონმა” უკვე იპოვა ვან დეიკის პოტენციური შემცვლელის “ლაციოს” უესლი ჰოედტის სახით.