ხელის მოტეხვის გამო ლორენტე სეზონის სასტარტო მატჩს გამოტოვებს
“სუონსი სიტის” თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ 12 აგვისტოს გასამართ მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა. შემთხვევა ივნისში, იტალიაში მოხდა, სადაც ესპანელმა ფეხბურთელმა შვებულება გაატარა. ლორენტეს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.
ესპანელი ფორვარდი 19 აგვისტოს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზად უნდა იყოს.
ფერნანდო ლორენტემ გასულ სეზონში 15 გოლი გაიტანა და გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.