შვაინშტაიგერი: “ათ წელში MLS-ი პრემიერ ლიგის დონეზე უნდა ავიდეს”
“ჩიკაგო ფაიარის” გერმნაელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა ჟურნალისტებთან ამერიკულ საფეხბურთო ჩემპიონატზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ეს ლიგა ძალიან ახალგაზრდაა. მას არ აქვს ისეთივე ისტორია, როგორიც – ევროპულ ჩემპიონატებს. მაგრამ მიზანი უნდა იყოს ის, რომ MLS-ი პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის დონეზე ავიდეს. ეს იდეალური რამ იქნება.”
“ყველა ცდილობს, რომ MLS-ის დონე გაზარდოს. აქ მოღვაწე ადამიანები დიდი მონდომებით გამოირჩევიან. მათ შორის არის პულიშიჩი. ის აქაა და არა ევროპაში! ეს დასაფასებელია. მეც ვცდილობ, რომ ამერიკულ ფეხბურთს დავეხმარო იმდენად, რამდენადაც ამის გაკეთება შემიძლია,” – აცხადებს ბასტიანი.