დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 აგვისტო
დი მარია თანახმაა, კარიერა “ბარსაში” გააგრძელოს
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ანხელ დი მარიამ თავად გამოთქვა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების სურვილი.
როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენი” ძალიან ახლოსაა ნეიმარის ტრანსფერთან, 29 წლის ანხელს კი არ სურს მის ჩრდილქვეშ მოექცეს.
იჰენაჩო “ლესტერში” მიდის
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი კელეჩი იჰენაჩო “ლესტერ სიტიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ “დეილი ტელეგრაფის” ჟურნალისტი ჯონ პერსი იტყობინება.
წყაროს თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
სმოლინგის ტრანსფერისთვის 5 კლუბი იბრძვის
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი ძალიან ახლოსაა “ოლდ ტრაფორდის” დატოვებასთან. ინგლისელებმა უკვე დააყენეს ქრისი ტრანსფერზე და მის სანაცვლოდ 8,5 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
როგორც ცნობილი ხდება, 27 წლის ფეხბურთელსი მიმართ ინეტერესს “ვესტ ბრომის”, “ბერნლის”, “ლესტერის”, “კრისტალ პალასისა” და “სტოკ სიტის” ხელმძღვანელები იჩენენ.
“ინტერი” დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაობს
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელთა მთავარი პრიორიტეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში “პსჟ”-ს გერმანელი შემტევის, იულიან დრაქსლერის გადაბირება იქნება.
როგორც ცნობილი ხდება, 23 წლის დრაქსლერის გადაბირების ფასად, “ინტერი” მზადაა ჟოაუ მარიუს შეელიოს, რომელიც “სპორტინგიდან” 40 მილიონად შეიძინა.
“ჩელსი” კანდრევას დაუბრუნდა
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში კვლავ დაბრუნდა “ინტერის” კუთვნილებაში მყოფი ანტონიო კანდრევა, რომლის შეცვლასაც “ნერაძურის” უფროსები კეიტა ბალდეს მეშვეობით გეგმავენ.
როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი პირადადაა დაინტერესებული 30 წლის ფეხბურთელსი ტრანსფერით.