კეიტას მხოლოდ “იუვენტუსში” თამაში სურს
რომის “ლაციოს” თავდამსხმელი, კეიტა ბალდე დიაო, მხოლოდ და მხოლოდ, “იუვენტუსში” გადასვლის სურვილითაა შეპყრობილი. მას საკმაოდ კარგი გუნდებისგან აქვს შემოთავაზებები, თუმცა არცერთ მათგანს არ თანხმდება.
22 წლის სენეგალელმა გასულ სეზონში, სეირა ა-ში 16 გოლი გაიტანა. ამჟამად მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა. კეიტას შეძენა “მილანს”, “ნაპოლის”, “მონაკოსა” და “ინტერს” სურთ. ისიც უნდა ითქვას, რომ თავდამსხმელს რომაულ კლუბთან კონტრატქი მომავლ ზაფხულში ეწურება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, “ლაციო” მას ამ ზაფხულზე გაყიდის, რათა ზარალს თავი აარიდოს.
საინტერესოა “იუვენტუსის” გეგმა, რომელმაც კეიტას მყარი პოზიციის შესახებ იცის და მასში, მხოლოდ და მხოლოდ, 15 მილიონ ევროს იხდის.
აქვე გეყვით, რომ 13 აგვისტოს “იუვე” და “ლაციო” ერთმანეთს იტალიის სუპერ თასზე დაუპირისპირდებიან.