ლემინა “საუთჰემპტონში” სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი, მარიო ლემინა “საუთჰემპტონში” სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ამის შესახებ Football-Italia წერს.
მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის მანძილზე გაბონელი ფეხბურთელი კლუბს გასაყიდად ჰყავდა გაყვანილი. მას რამდენიმე პრემიერლიგურ გუნდს უკავშირებდნენ: “ევერტონი”, “სტოკ სიტი”, “ვესტ ჰემ იუნაიტედი” და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც ირკვევა, ლემინა საუთჰემპტონური გუნდის შემოთავაზებას დასთანხმდა. მასში ინგლისელები 20 მილიონ ევროს (18 მილიონ ფუნტს) გადაიხდიან.
აქვე გეტყვით, რომ ზუსტად ორი წლის წინ “ბებერმა ქალბატონმა” აღნიშნული მოთამაშე მარსელის “ოლიმპიკიდან” 10.5 მილიონ ევროდ იყიდა.