კუმანი: “ევერტონი” სიგურდსონის გაფორმებასთან ახლოსაა”
ისლანდიელ ნახევარმცველს, გილფი სიგურდსონს მერსესაიდის “ევერტონში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. იწერება, რომ მასში ინგლისური კლუბი 50 მილიონ ფუნტს იხდის. გუნდის მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა “სუონსის” მოთამაშის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გილფის თაობაზე “სუონსისთან” მოალაპარაკებები გვაქვს. ჩვენ მის გაფორმებასთან ახლოს ვართ, თუმცა ჯერ ბოლომდე მაინც არაფერია გადაწყვეტილი.”
“ასევე გტყვით, რომ კიდევ სამი პოზიციის მოთამაშეს ვეძებთ. ეს პოზიციებია: მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი და მოთამაშე, რომელიც ფლანგზეც და თავდასხმაშიც ითამაშებს,” – აცხადებს ჰოლანდიელი დამრიგებელი.