კარიკატურა: “აბბა”-მ “არსენალს” უდარდელად მოაგებინა
გუშინ ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში, რომელიც ლონდონურ კლუბებს, “არსენალსა” და “ჩელსის” შორის გაიმართა, თერთმეტმეტრიანებით გამოვლინდა გამარჯვებული. პენალტების სერია ე.წ. “აბბა”-ს სტილით წარიმართა: ჯერ “ლურჯების” ერთმა ფეხბურთელმა დაარტყა, შემდეგ “მეთოფეთა” ორმა მოთამაშემ, შემდე “ჩელსიდან” ორი სპორტსმენი მივიდა ბურთთან, შემდეგ კი “არსენალის” ორმა ფეხბურთელმა გაიტანა. საბოლოდ, 4-1 ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.
ანტონიო კონტეს შეგირდებიდან თერთმეტმეტრიანები ტიბო კურტუამ და ალვარო მორატამ ზედიზედ გააცუდეს. ერთი სიტყვით, “აბბა”-მ “არსენალს” მშვიდად და უდარდელად მოაგებინა. ომარ მომანი პენალტების ამ სისტემიდან პარალელს მუსიკალურ ჯგუფ “აბბა”-ზე ავლებს და ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.