დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 8 აგვისტო
ვან დეიკმა წასვლა მკაცრად გადაწყვიტა
Sky Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “საუთჰემპტონის” ჰოლანდიელ მცველს, ვირჯილ ვან დეიკს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი გუნდის დატოვება.
როგორც იცით, ვან დეიკის ტრანსფერით ძალიან დიდი ხანია, რაც “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპია დაინტერესებული და დიდი ალბათობით, ჰოლანდიელი “წმინდანების” კიდევ ერთი წარმომადგენელი გახდება მერსესაიდში.
“ლივერპული” კოუტინიოს ვერ შეინარჩუნებს
მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა:”არ ვფიქრობ, რომ მას ახლა “ბარსელონაში” წასვლა სურს. თუმცა, ვიცი, ეს აუცილებლად მოუნდება. როცა შემოთავაზება აქვს, ვის არ მოესურვება კატალონიურ გრანდში თამაში?”
“დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულში თუ არა, ერთი წლის მერე კოუნტინიო “ბარსელონაში” წავა. მის ამ მოქმედებაში არასწორი არაფერი იქნება. ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება,” – აცხადებს კარაგერი.
კოუტინიოს ლანცინი ჩაანაცვლებს
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი უკვე ეძებს ფილიპე კოუტინიოს პოტენციურ შემცვლელებს.
როგორც ცნობილი ხდება, გერმანელი სპეციალისტი “ვესტ ჰემში” მოთამაშე მანუელ ლანცინის კანდიდატურამდე მივიდა.
მოურინიო ფაბინიოთი ინტერესდება
ესპანური გამოცემის, Don Balon-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერჟ ორიეს ტრანსფერს შეეშვა და ყურადღება ფაბინიოზე გადაიტანა.
როგორც ცნობილი ხდება, ფაბინიოს სანაცვლოდ ინგლისელები საფრანგეთის ჩემპიონს 45 მილიონ ევროს სთავაზობენ.
“ბარსელონამ” თურანი “ატლეტიკოს” შესთავაზა
მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გამოცემას, Marca-ს თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა გუნდის თურქი ნახევარმცველი, არდა თურანი მის ყოფილ კლუბს, “ატლეტიკოს” შესთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის არდამ “ატლეტიკო” 2015 წელს დატოვა, თუმცა კატალონიურ კლუბში დღესდღეობით მისი ადგილი ვერ იძებნება.