2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა, ნიუ-იორკში ჩატარდეს
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალურ მატჩს შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლოს.
Marca-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ფინალი ნიუ-იორკში ჩატარდეს. ამ კანდიდატურას კი თავად უეფას წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს, რამეთუ ეს ყოველივე ევროპული ფეხბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს ამერიკაში.
2018 წლის ფინალს კიევი უმასპინძლებს, 2019 წლის ფინალის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის კი მადრიდი (“ვანდა მეტროპოლიტანო”) და ბაქო ებრძვიან ერთმანეთს.