კლოპის პასუხი “ბარსელონას”: “ჩვენ არ წარმოვადგენთ კლუბს, რომელიც ვარსკვლავებს ყიდის”
კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარმა 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა. ამის შემდეგ “ბლაგურნას” მესვეურები “პსჟ”-ში გადასული ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაში არიან. ერთ-ერთი რეალიური ვარიანტი მერსესაიდის “ლივერპულის” მოთამაშე, ფილიპე კოუნტინიოა. მის სანაცვლოდ “ბარსამ” ინგლისელებს 80 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეორე წინადადება 85 მილიონსა და პლუს 15 მილიონს (ბონუსებით) შეეხებოდა. სულ ცოტა ხნის წინ, “ლივერპულმა” ეს შეთავაზებაც დაბლოკა.
დღეს ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კოუნტინიოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“ლივერპული” არაა ის კლუბი, რომელიც ვარსკვლავებს ყიდის. შესაბამისად, რაც “ბარსელონამ” ბოლოს შემოგვთავაზა, არც ეს გვაინტერესებს. თუ ფინანსური თვალსაზრისით განვიხილავთ, ჩვენ არანაირ ფასად არ გვსურს, ფილიპე სხვაგან გავუშვათ. მთავარი მიზანია, რაც შეიძლება, ძლიერი გუნდი გვყავდეს. ამისთვის საჭიროა, შევინარჩუნოთ უკვე არსებული და დავიმატოთ ახალი ფეხბურთელები,” – აცხადებს გერმანელი.