“სამტრედიამ” გაბონის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
სამტრედიას რიგებს ახალი ლეგიონერი შეემატა, ანრი ნდონგი სამტრედიას დღეს ეწვია.
24 წლის მცველი გაბონის ეროვნული ნაკრების წევრია, სამტრედიაში კი საფეხბურთო კლუბ “სუდუვადან” გადმოვიდა. იგი მანამდა “ოსერში” გამოდიოდა. საგულისხმოა, რომ ქალაქ ბითამში დაბადებული მოთამაშე 2012 წლიდან 2016 წლამდე ირიცხებოდა ფრანგულ კლუბში. იგი 2014/2015 წლების სეზონში საფრანგეთის თასის ფინალშიც კი გავიდა, სადაც “პსჟ”-სთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ნდონგის სანაკრებო კარიერა 2012 წელს დაიწყო. იგი ამჟამად რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.