პრემიერ ლიგა გოლების წვიმით დაიწყო – “არსენალმა” “ლესტერი” დაამარცხა (ვიდეო)
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის, ინგლისის პრემიერ ლიგის ახალმა სეზონმა სტარტი აიღო. ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ძალიან სანახაობრივი აღმოჩნდა და ამ ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი ელემენტებით იყო გალამაზებული.
ლონდონის “არსენალსა” და “ლესტერ სიტის” შორის გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში მე-2 წუთზე ალექსანდრე ლაკაზეტმა გახსნა, რასაც სამ წუთში შინჯი ოკაზაკიმ უპასუხა. 29-ე წუთზე ვარდიმ “მელიები” პირველად გაიყვანა წინ, რასაც პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე დენი უელბეკმა უპასუხა.
მატჩის 56-ე წუთზე ვარდიმ კვლავ გაიტანა და სტუმრები 83-ე წუთზე იგებდნენ, სანამ რემზიმ უმნიშვნელოვანესი გოლი არ გაიტანა. ორიოდ წუთში კი ოლივიე ჟირუმ პირველი სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს ახალ სეზონში.
მომდევნო მატჩს “არსენალი” “ბრიტანია სტედიუმზე”, “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გამართავს. “ლესტერ სიტი” კი ახლადგადმოსულ “ბრაიტონს” მიიღებს.
“არსენალი”: ჩეხი; კოლაშინაცი, მონრეალი, ჰოლდინგი (ჟირუ 67′); ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ჯაკა, ელნენი (რემსი 67′), ბელერინი; უელბეკი, იოზილი; ლაკაზეტი
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“ლესტერ სიტი”: შმეიხელი; სიმფსონი, მორგანი, მაგირე, ფუქსი; მარეზი, ჯეიმსი, ნდიდი, ალბრაიტონი; ოკაზაკი (ამარტი 72′); ჯეიმი ვარდი
მთავარი მწვრთნელი: კრეგ შექსპირი