ზიდანი: “თუ ვიფიქრებთ, რომ უსუსტეს “ბარსას” ვეთამაშებით, ძალიან შევცდებით”
დღეს ესპანეთის სუპერთასზე “ბარსელონა” “რეალს” მიიღებს. “ბლანკოსის” მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ბარსელონაში” ბევრი ცვლილება განხორციელდა. ეს ის კლუბია, რომელსაც ბოლო წლებში ვართ მიჩვეულნი. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ყველაზე სუსტ “ბარსელონას” ვეთამაშებით. თუ ვიფიქრებთ, რომ წინ მარტივი მატჩი გველის, შევცდებით. წინ ორრაუნდიანი დაპირისპირებაა, თუმცა ვისურვებდი, რომ ამ ტიტულის ბედი ერთ მატჩში გადაწყვეტილიყო.”
“რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, ის მზადაა. მართალია, მას არდადეგები ჰქონდა და სულ 5-6 დღეა, რაც შემოგვიერთდა, თუმცა მან შესვენებაზე სერიოზულად იმუშავა და ახლა ფიზიკურად ძლიერადაა.”
“ჩემი და “რეალის” ურთიერთობა კონტრაქტსა და ფულს არ ეყრდნობა. პირველ რიგში, მე აქ ყოფნა მიხარია და მინდა, რაც შეძილება, დიდ ხანს ვიმუშაო. შემიძლია, ოცწლიან კონტრაქტს მოავწერო ხელი, თუმცა ვაცნობეირებ, რა პოზიციაზე ვიმყოფები. შესაძლოა, ამ სეზონში, რომელიმე ეტაპზე, აქ აღარც ვიყო. ვცდილობ, კლუბს დავეხმარო და სიამოვნება მივიღო,” – განაცხადა ზიდანმა.