ასენსიო: “კამპ ნოუზე” გატანილი გოლი უფრო რთული შესასრულებელი იყო”
გუშინ ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდა. შეხვერდა ანგარიშით, 2:0 დასრულდა. პირველი გოლი მეოთხე წუთზე მარკო ასენსიომ გაიტანა. მან უძლიერესი დარტყმით შეუგდო მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. დაახლოებით, ასეთ სტილში ახალგაზრდა ესპანელმა მოთამაშემ სუპერთასის პირველ მატჩშიც შეძლო “ბლაგურნას” კარის აღება.
ასენსიომ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ტიტულისთვის ბრძოლაში ორივე გოლი უმნიშვნელოვანესი იყო. პირველი მათგანი ლამაზი გამოვიდა, ისევე როგორც მეორე. თუმცა, “კამპ ნოუზე” გატანილი გოლი უფრო მნიშვნელოვანი და რთულად შესასრულებელი გამოდგა.”
“ძალიან ბევრს ვმუშაობ, რათა, რაც შეიძლება, ბევრი სათამაშო დრო მქონდეს. მინდა, სასტარტოში ხშირად ვიყო ხოლმე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩემს თავს ხდება,” – აცხადებს ასენსიო.