ერიკ ბაილი: “როცა “მანჩესტერის” ინტერესის შესახებ გავიგე, კოტ-დ’ივუარში ოჯახთან ერთად ვიყავი”
ერიკ ბაილმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ყოველთვის მსოფლიო დონის კლუბი იყო და ამას ამ სეზონში აუცილებლად დაამტკიცებს. ასევე, მან ის პერიოდი გაიხსენა, როცა “წითელი ეშმაკი” ოფიციალურად გახდა.
“ეს გუნდი მუდამ ძალიან მაღლა იდგა და ნებისმიერ კლუბს უწევდა კონკურენიცას. მართალია, იყო რთული პერიოდებიც, თუმცა დროა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” აჩვენოს, რა დონისაა. ჩვენ ამის გაკეთებას მუდმივი, დაუღალავი შრომით ვაპირებთ.”
“აქ მოსვლა ჩემი ოცნება იყო. როცა “მანჩესტერის” ხელმძღვანელობისგან ჩემს მიმართ ინტერესზე გავიგე, მაშინ კოტ-დ’იუვუარში ვიყავი. არ მჯეროდა, სიზმარი მეგონა და სოაცრად გახარებული გახლდით. ამის შემდეგ, ჩავედი ესპანეთში და უფრო გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემი ოცნება რეალობად აქცია.”
“როცა მანჩესტერში ჩამოვედი, ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი. “ვილიარეალიდან” აქ მოხვედრა მართლაც გრძელი ნახტომია. თუმცა, ეს არ იყო ადვილი: შენ მიდიხარ კლუბში, სადაც ფეხბურთელებს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ. მე კი ეს საერთოდ არ გამაჩნდა. თუმცა, სწორედ ეს ადამიანები დამეხმარენ, სწორედ ისინი ქმნიდნენ გასახდელში ოჯახურ გარემოს. საბოლოოდ, ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი მარტივ ადაპტაციაში,” – აცხადებს ერიკი.