დე ბური: “ლივერპულში” მუშაობის შანსი მქონდა, მაგრამ უარი განვაცხადე”
“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური აღიარებს, რომ “აიაქსში” მუშაობისას მას მერსესაიდის “ლივერპული” დაუკავშირდა და გუნდის თავკაცის პოსტი შესთავაზა.
“ლივერპულიდან” დამიკავშირდნენ და მთავარი მწვრთნელის პოსტი შემომთავაზეს, მაგრამ წიანდადებას მაშინვე უარით ვუპასუხე, რადგანაც მზად არ ვიყავი.
ძალიან მესიამოვნა ჩემით ასეთი კლუბი რომ იყო დაინტერესებული, მაგრამ ორი წამიც კი არ მიფიქრია ამაზე. “აიაქსში” თავს ბედნიერად ვგრძნობდი და არ მინდოდა კონტრაქტი გამეწყვიტა.
იოჰან კრუიფის ასისტენტისგანაც მივიღე გზავნილი, “კამპ ნოუზე” მეპატიჟებოდნენ, მაგრამ არც ამისთვის ვიყავი მზად,” – აცხადებს დე ბური.