არსენ ვენგერი: “გუნდში რთული სიტუაციაა, ფეხბურთელები უნდა გავუშვათ”
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “სტოკ სიტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ (1-0) პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.
“რთული მდგომარეობაა. პირველ რიგში, მინდა გუნდიდან ფეხბურთელები წავიდეს. “არსენალს” ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და მათი ხელმძღვანელობა ადვილი არ არის.
ძალიან ბევრი გუნდია მსგავს სიტუაციაში და ამიტომაცაა სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია ასე მშვიდი. ჩვენ ამ მომენტისთვის 33 ფეხბურთელი გვყავს რაც ძალიან ბევრია.
ასეთი თამაშის შემდეგ ტრანსფერებზე ფიქრის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდმა უნდა გაუშვას ფეხბურთელები,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.