უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
“ევერტონის” თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 31 წლის ფეხბურთელმა დღეს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
“ძალიან სასიამოვნო იყო, როცა გარეტ საუთგეიტმა დამირეკა და მითხა, რომ მომავალი შეხვედრებისათვის ნაკრებში გამოძახებული ვიყავი. ამას ძალიან ვაფასებ. თუმცა, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ დიდი ხანი ვფიქრობდი.
ეს რთული გადაწვყეტილებაა, რომელზეც ოჯახის წევრებსა და “ევერტონის” მწვრთნელს ვესაუბრე. ინგლისის სახელით თამაში ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო, თუმცა ახლა, დროა, რომ წავიდე. “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებაც რთული იყო, მაგრამ ვიცი, რომ “ევერტონში” დაბრუნებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა, მინდა, მთელი ენერგია კლუბს მოვახმარო.
ძალიან ვწუხვარ, რომ ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე წარმატებას ვერ მივაღწიე. ერთ დღესაც, გულშემატკივრის რანგში ნაკრების დიდ წარმატებას ვიხილავ”, – ვკითხულობთ რუნის განცხადებაში.
უეინ რუნიმ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 119 მატჩში 53 გოლი გაიტანა.