“ჩელსი” და “არსენალი” ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
“სქაი სპორტსის” თანახმად, “ლურჯები” 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. ოქსლეიდ-ჩემბერლენი ახლა ეროვნული გუნდის ბანაკშია, ახალ კლუბში კი სამედიცინო შემოწმება უახლოეს პერიოდში უნდა გაიაროს.
“არსენალი” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობდა, მაგრამ ინგლისელმა ფეხბურთელმა შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა.