“კრისტალ პალასის” ფეხბურთელები და ხელმძღვანელები დე ბურს უნდობლობას უცხადებენ
“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის, ფრანკ დე ბურის ლონდონური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Times-იც ადასტურებს.
როგორც იცით, “პალასი” ახალ სეზონს ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება. დე ბურმა სამიდან სამივე მატჩი წააგო, ფეხბურთელები კი მის ტაქტიკურ თეორიებს უნდობლობას უცხადებენ.
ჰოლანდიელი სპეციალისტის მიმართ არც კლუბის ხელმძღვანელები არიან განწყობილნი დიდი სიმპათიებით. დე ბურის შესაძლო შემცვლელებად კი დუგი ფრიდმანს მოისაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ “აიაქსის” ყოფილმა თავკაცმა “არწივები” წელს ჩაიბარა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.