ზურაბ იაკობიშვილიმა ოსი და დაღესტნელი მოჭიდავეების საქციელზე კომენტარი გააკეთა
პარიზში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ იაკობიშვილმა დაჯილდოების ცერემონიალზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, 26 აგვისტოს, ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ.) 26 აგვისტოს ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ოსი მოჭიდავე, ალან გოგაევი დაამარცხა, ფინალში კი პოლონეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელს, მაგომედმურად გაჯიევს სძლია. დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ, გაჯიევმა და გოგაევმა სამახსოვრო ფოტოს გადაღება იუარეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“ჩემთვის ეს საქციელი მიუღებელი იყო. ვერ მიხვდი, რატომ მოიქცნენ ასე. თუმცა, პირველი ადგილი მე დავიკავე, კვარლცხბეკზე ჩემპიონის ამპლუაში ვიდექი და ჩემთვის მათი მოქმედება ბევრს არაფერს ნიშნავდა”, – განაცხადა იაკობიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ასევე, ამ ინციდენტთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გენო პეტრიაშვილმაც გააკეთა.
გენო პეტრიაშვილი: “ზურამ მათ ისეთი შეხვედრები მოუგო, რომ მგონი, გულნატკენები იყვნენ და გაიპარნენ.”