ემრე მორი კარიერას ესპანურ კლუბში გააგრძელებს
დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელი, ემრე მორი ამიერიდან ესპანური “სელტას” რიგებში ითამაშებს. ამ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.
როგორც იცით, 20 წლის ფეხბურთელს საკმაოდ აქტიურად უკავშირებდნენ “ლივერპულსა” და “ევერტონს”, იყო საუბრები მის “ინტერში” განათხოვრებაზეც, მაგრამ მორმა არჩევანი ესპანეთზე გააკეთა.
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “გუნდის შემტევი, ემრე მორი თავისი სურვილიდან გამომდინარე ტოვებს კლუბს და კარიერას “სელტაში” გააგრძელებს.
ფეხბურთელმა, რომელიც დანიაში აღიზარდა, თავად სთხოვა კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება, რადგანაც თვლის, რომ სხვა კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ვიდრე აქ.”
რაც შეეხებ ტრანსფერის ფასს, ის “სელტასთვის” სარეკორდო იქნება და მას 13 მილიონი ევრო განსაზღვრავს.