რომელ კლუბში თამაშზე ოცნებობდნენ ნეიმარი და კოუტინიო ბავშვობაში
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრები, ნეიმარი და ფილიპე კოუტინიო ბავშვობაში მადრიდის “რეალში” თამაშზე ოცნებობდნენ. ასევე, მათი საყვარელი ფეხბურთელი რობინიო იყო, რომელიც იმ დროს “სამეფო კლუბის” ღირსებას იცავდა.
ესპანური გამოცემა “მარკას” ვებ-გვერდზე 2008 წელს ჩაწერილი ინტერვიუ გამოქვეყნდა. რესპოდენტები მაშინდელი ბრაზილიის 16-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ნეიმარი იყვნენ.
– რომელია თქვენი საოცნებო კლუბი?
კოუტინიო: “მადრიდის “რეალი”. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.”
ნეიმარი: “მადრიდის “რეალი”.
– ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?
კოუტინიო: “მაკრატელათი დარტყმა ტელევიზორში რობინიოს თამაშების ყურებით ვისწავლე.”
ნეიმარი: “ტელევიზორში რობინიოს თამაშებს ხშირად ვუყურებ, ის მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მარტივად ატყუებს და ვცდილობ, ამაში მას მივბაძო.”
– რა არის თქვენი მიზანი?
კოუტინიო: “ესპანეთის ჩემპიონატში მოხვედრა, რადგან იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც რობინიო და რონალდინიო არიან.”
ნეიმარი: “ესპანეთის ჩემპიონატში მოხვედრა. იქ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.”